წარმატებული კანდიდატები გაივლიან 4 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა ცნობა.
ვაკანტური ადგილი: 2
სტაჟიორის ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, რომელიც ჩატარდება სამ ეტაპად:
1. CV-ის და სამოტივაციო წერილის საფუძველზე
2. კაზუსის ამოხსნა წერილობითი ფორმით
3. გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
- ეთიკის კომისიის სფეროში არსებული საერთაშორისო და შიდა პრაქტიკის მოძიება და დამუშავება
- ეთიკის კომისიის იურისტთა საქმიანობის ხელშეწყობა
- ეთიკის კომისიის იურისტების დავალებების შესრულება
- საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაზე მუშაობა
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი
- უცხო ენის (სასურველია ინგლისურის) სრულყოფილი ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- ეთიკის კომისიის საქმიანობის მიმართ ინტერესი
- ანალიტიკური აზროვნება
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- იურიდიული კვლევის და წერის უნარ-ჩვევები
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან;
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
- სამოტივაციო წერილი.
საბუთების მიღების ვადაა 2015 წლის 22 მაისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ დაზიპული ფაილის სახით, რომელსაც ეწერება კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ მეილზე: ethics@gba.ge ან წარმოადგინონ ს.ს.ი.პ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” ოფისში; მის: ქ.თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №36. საკონტაქტო ნომერი: (0) 790 27 89 77.